30 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
იდლიბში მომხდარის გამო ნატოს საბჭო იკრიბება

იდლიბში განხორციელებული ავიადარტყმების გამო, რომელსაც სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ნატოს საბჭო იკრიბება. 

როგორც ჩრილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის მოთხოვნით, მეოთხე პუნქტის თანახმად, 29-ვე ქვეყნის ელჩები შეიკრიბებიან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რაიმე დაემუქრება. პრაქტიკაში ეს მუხლი იშვიათად გამოიყენება და ძლიერ პოლიტიკურ ნიშანს წარმოადგენს დანარჩენი მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ ნატო შეშფოთებულია კონკრეტული ვითარებით.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბზე ავიაიერიში გასულ ღამეს განახორციელეს.

დღის ამბები