რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული კომპენსაციის გადახდისთვის დაზარალებულთა სიის დაზუსტებას მოითხოვს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას იქამდე ვერ შეძლებენ, სანამ ოფიციალური თბილისი დაზარალებულთა სიას, კონკრეტულ დარღვევებსა და კომპენსაციისთვის საჭირო თანხას არ დააზუსტებს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო შიშობს, რომ კომპენსაცია შესაძლოა იმ ადამიანებმა მიიღონ, რომელთა დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია. გასულ წელს ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქის მიმართ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.