30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ყალბი დოკუმენტებით კრედიტის მიღება - საგამოძიებო სამსახურმა 4 პირი დააკავა

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები, რომლებიც ბანკებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

დღის ამბები