30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"ვიზეარმა" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა

Wizz Air-მა იტალიის მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეამცირა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air-ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა სიხშირეების შემცირების შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) მოახდენს. სიხშირეების შემცირება ეხება 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდს.

ქუთაისი-რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმართულებაზე Wizz Air-ი კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათი-შაბათი) ოპერირებდა და 25 მარტამდე კომპანია რეისებს მხოლოდ შაბათობით განახორციელებს.

რაც შეეხება ბოლონიის მიმართულებას, 17 მარტიდან 24 მარტამდე Wizz Air-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიხშირით განახორციელებს.

ქუთაისი-ბარი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდა 3 ფრენა.

დღის ამბები