დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე მიმართავს კერძო ლაბორატორიებს, რომლებიც მოსახლეობას ბინაზე მისვლით ტესტის გაკეთებას სთავაზობენ, ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
"მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, რომელსაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს, ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო, თავს ნუ შევირცხვენთ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საფრთხე, აქ პირველ რიგში წამყვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეს არ არის ე.წ. გრიპის კვლევის ტესტები, რომლებიც შეიძლება კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოთ. ეს არის პანდემიის და ეპიდემიის საფრთხე. აქ, წამყვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ლაბორატორიები," - აღნიშნა გამყრელიძემ.
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ამავე კლინიკაშია მისი თანმხლები პირი, რომელსაც ვირუსი არ დაუდგინდა.
ამ დროისათვის 5 საეჭვო პაციენტი რჩება, რომელთა ლაბორატორიული კვლევის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. აბასთუმანში, საკარანტინო ზონაში რჩება 15 ადამიანი, კორონა ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.