ქობულეთში, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ამ დროისთვის ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"რუსთვი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.