30 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა ოპოზიციის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდეს

იქნება თუ არა ოპოზიციის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - ამ ინფორმაციას ოპოზიციაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტებს საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ სიასთან დაკავშირებით მორიგი განმარტებების გაკეთება უწევთ. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და შეუთანხმებლობა ამ ეტაპზე გასაკვირი არ არის.

"ეს არის წინმსწრები კონსულტაციები, არამხოლოდ პარტიების შიგნით, არამედ სხვა პარტიებთან, იმისთვის, რომ რეალურად იყოს მიღწეული შედეგი - ერთიანი ფრონტით შევიდეთ არჩევნებში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატობის კანდიდატებზე ოპოზიცია 4 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს.

 

დღის ამბები