30 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტია

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტი შეიქმნა. გვიან ღამით რიგები იყო დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა აფთიაქებთან.

მოსახლეობის თქმით, დაწესებულია შეზღუდვაც და თითო ადამიანს მაქსიმუმ 20 პირბადეს აძლევენ, თუმცა  მყიდველთა ნაწილი მაინც პირბადის გარეშე დარჩა.

ამასთან, საგრძნობლად გაზრდილია პირბადეების ღირებულება​ არაბრენდირებულ აფთიაქებში. 
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს დამატებითი პირბადეების შემოტანაში დახმარებას დაპირდა. 

დღის ამბები