ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოში პირბადეებზე დეფიციტია შექმნილი და შესაბამისად, პროდუქცია აფთიაქებში გაძვირდა.
მინისტრის თქმით, მისი უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეები შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.
"ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.