რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრომ ჩინელ კონტრაქტორებს სთხოვა, თავი შეეკავებინათ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ საკარანტინო ზომები სწორად ხორციელდება.
"ვთხოვეთ, თავი შეეკავებინათ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე მანამ, სანამ არ ვიქნებით ყველანი ერთად დარწმუნებული იმაში, რომ საკარანტინო ზომები სწორად ხორციელდება და ყველა ეს ზომა დაცულია. გარკვეული შეფერხება რა თქმა უნდა ჩვენც გვექნება, მაგრამ ეს პროექტები არ გაჩერდება," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამოქმედდბა თუ არა ჩინეთის და ირანის შემდეგ დამატებითი შეზღუდვები იტალიასთანაც, მთავრობა ამბობს, რომ სასაზღვრო ზოლის დაცვის გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს.