30 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერებამ დაახლოებით 30 მილიონი ლარის ზარალი გამოიწვია - თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი ნათია თურნავა კორონავირუსით გამოწვეულ ზარალზე საუბრობს. 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, ზარალი თვეში დაახლოებით 30 მილიონს შეადგენს.

"ჩვენ ვერსად გავექცევით იმას, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერებამ გამოიწვია, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. მაგრამ ისევ ვიმეორებ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ ეს გამოწვევა ძალიან მალე იქნება გადალახული," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს. ჯანდაცვის მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამოქმედდება თუ არა ჩინეთის და ირანის შემდეგ დამატებითი შეზღუდვები იტალიასთანაც, მთავრობა ამბობს, რომ სასაზღვრო ზოლის დაცვის გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს.

 

დღის ამბები