დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კრემლის ქმედებები და პოლიტიკა შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.
შესაბამისად, ეკონომიკური შეზღუდვები 2020 წლის მარტის შემდეგაც გაგრძელდება. გარდა ამისა, შტატებმა ახალი სანქციები დააანონსა უცხო ქვეყნების 13 ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების მიმართ. შეზღუდვები ჩინეთის, ერაყის, რუსეთისა და თურქეთის კომპანიებს ირანის სარაკეტო პროგრამის მხარდაჭერის გამო დაუწესდებათ.