თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა, გვიან ღამით, გაფრინდაშვილის სანაპიროზე მოხდა.
თვითმხილველების მტკიცებით, ავტომობილის მძღოლი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა და საგზაო წესები არ დაურღვევია, რა დროსაც ქალმა გზაზე გადაურბინა. მიმდინარეობს გამოძიება.