7 დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა ინდოეთში, პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებისას - დაღუპულებს შორის პოლიციელებიც არიან.
დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს და ავტომანქანები დაწვეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დემონსტრანტები მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არამუსლიმი მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს.