30 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.  გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოცხადდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები