30 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
დემოკრატი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდებენ

დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდებენ.

სენატორები მოსკოვისთვის შეზღუდვების დაწესების მიზეზად, წელს დაგეგმილ არჩევნებში ჩარევის მცდელობას ასახელებენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ბერნი სანდერსისა და დონალდ ტრამპის დასახმარებლად დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებში მონაწილეობდა.

კრემლში არჩევნებში ჩარევის ბრალდებას უარყოფენ.

დღის ამბები