გუდაურში, კაფე-ბარ "მთვრალ ალუბალში" მომხდარი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. გამოძიება ძალადობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუდაურში 23 თებერვალს მოხდა. კაფე-ბარის მენეჯერის მირანდა ესაკიას ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი მცხოვრები მას და რესტორნის დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.