ქვიშის ძლიერი ქარიშხალი კანარის კუნძულებზე - ესპანეთში ყვითელი ქვიშა აფრიკის უდაბნო საჰარიდან ძლიერმა ქარმა გადაიტანა. ცუდი ხილვადობის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლაც.
ესპანეთის ხელისუფლება მოსახლეობას გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი ძალას რამდენიმე საათში დაკარგავს.