გუდაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ მოკლულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს. მოკლული თაზო გორთამაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ 28 წლის ახალგაზრდა გუდაურში მომხდარ ინციდენტში მხოლოდ გამშველებელი იყო და მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი სამართლებრივ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აქვთ კითხვები, რომელზეც პასუხებს გამოძიებისგან ელოდებიან. თაზო გორთამაშვილის რძალი "კურიერს" კონფლიქტის დაწყების სავარაუდო მიზეზებსაც უყვება. საქმეში ჩნდება 19 წლის ბიჭი, სახელად მიშო, რომელთანაც, ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულ კობიაშვილს მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე კონფლიქტი ტურისტების გამო მოუვიდა.
რა მოხდა 17 თებერვალს გუდაურში - ამაზე ამ დრომდე არაერთი ვერსია გავრცელდა. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატიც ყვება, რომ ყოფილ სამხედროს კონფლიქტი ბარის თანამშრომლებთან ტურისტების გამო მოუვიდა, რაზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავად უამბო.
ბრალდებული კობიაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაკავებული აუცილებელი მოგერიების მიზნით მოქმედებდა და ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. დაცვის მხარე რამდენიმე დეტალზე გაამახვილებს ყურადღებას. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ თუ კობიაშვილს თაზო გორთამაშვილის მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდა, მაშინ ის პირველ გასროლას არა ფეხის, არამედ სხვა მიმართულებით განახორციელებდა.
კვლავ მძიმე რჩება მოკლული თაზო გორთამაშვილის დაჭრილი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დავით სეთურიძე ამ დრომდე მცხეთის საავადმყოფოში რჩება და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
გუდაურში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი არაერთი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც საქმეში მთავარ მტკიცებულებებს წარმოადგენს, ასევე გრძელდება მოწმეების გამოკითხვები.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მერაბ კობიაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხევაში 17 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გუდაურში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი არაერთი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულებებს წარმოადგენს. ასევე გრძელდება მოწმეების გამოკითხვები. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მერაბ კობიაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხევაში 17 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.