30 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის მგზავრები დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი, რომელიც  დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სადგურზე იყო გაჩერებული, რამდენიმე წუთის წინ სადგურიდან ცარიელი გავიდა.

მგზავრები, რომლებიც თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს. 

თბილისის ცენტრალურ სადგურში, თბილისი-ბათუმის  სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მიზეზი, მატარებელში მსხდომი ორი აზიური წარმოშობის მგზავრი გახდა, რომლებსაც გაციების ნიშნები აღენიშნებოდათ.

აღნიშნულის გამო, მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმება მოითხოვეს.

მედიკოსებმა ისინი მატარებელშივე შეამოწმეს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ მათ ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. მიუხედავად ამისა, შემდგომი სამედიცინო შემოწმების მიზნით,  ორივე მათგანი ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები