30 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნახშირმოპოვებითი საქმიანობა ტყიბულის შახტებში" - EMC

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება - გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებენ და უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდრე ტყიბულში ყველა შახტის რეაბილიტაცია არ დასრულდება, სამუშაოები უნდა შეჩერდეს, ამ პერიოდში კი იქ დასაქმებულები ხელფასით უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ.

EMC სახელწიფოს მოუწოდებს, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა შახტაში მუშაობა შეაჩეროს. როგორც  ორგანიზაციის წარმომადგენელი კოტე ერისთავი ამბობს, ტყიბულში სავალალო სიტუაციაა, რომლის შესახებაც საკუთარ დასკვნაში გერმანულმა აუდიტორულმა კომპანიამაც დაწერა.

"კიდევ უფრო უარესდება იქ მდგომარეობა. აღდგენილია სამუშაო პროცესი, რომელიც შეწყვეტილი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნახშირმოპოვებითი საქმიანობა ტყიბულის შახტებში, მანამ სანამ არ იქნება გათვალისწინებული მძიმე რეკომენდაციები, რომელიც გერმანულმა აუდიტორულმა კომპანიამ დადო და სანამ ნახშირმოპოვებითი საქმიანობა შეჩერებულია ტყიბულის შახტებში, მანამდე მეშახტე სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელფასით," - განაცხადა EMC-ის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა კოტე ერისთავმა.

დღის ამბები