30 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში მყოფი პირებისთვის მითითებებს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში მყოფი პირებისთვის მითითებებს აქვეყნებს.

"მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად!

ლომბარდიის რეგიონის მითითებები: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები), და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე -800.89.45.45  ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე. დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებ-გვერდზე!

ვენეტოს რეგიონის მითითებები: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე - 800.46.23.40.

ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე! თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს:

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებ-გვერდზე!" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები