30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"ჩვენი სამხედრო ბაზა უნდა შეესაბამებოდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ - ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზა განახლდება და იქნება ნატოს სტანდარტების შესაბამისი.

"ჩვენ ახლა დავიწყეთ სრული განახლება, ჩვენს ჯარს ექნება ნატოს სტანდარტის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, გვექნება კარგი კვება. ჩვენი სამხედრო ბაზა უნდა შეესაბამებოდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები