რამდენად ეფექტურია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია დამნაშავეების დასასჯელად - ოპოზიცია ხელისუფლებას ისევ ბრალდებებს უყენებს და არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერები ფიქრობენ, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია უმრავლესობამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მიიღო.
მათივე თქმით, სიის მიღების შემდეგ არც ერთი დამნაშავე ჩამონათვალს არ დამატებია.
"კარგია, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქცია ოჯახს. ჩვენ ვნახეთ მედიამ ფართოდ გააშუქა. ეს ხალხი და მათი ოჯახები იმსახურებს ამ ყურადღებას იმიტომ, რომ ისინი შეეწირნენ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.
მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდგომში - ამ ყურადღების გამოვლენისას რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას მთელი საზოგადოებისთვის და ამ მოკლულთა ოჯახებისთვის. რას აკეთებენ ისინი რეალურად იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ის ხალხი დაისაჯოს, ვინც ეს საზარელი მკვლელობები ჩაიდინა. ასევე რითი შეამცირებენ რისკებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. პასუხი ამ კითხვაზე არის მოკლე და ძალიან სამწუხარო," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.