30 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
9 გარდაცვლილი, 50 დაშავებული - დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში ბავშვებიც ემსხვერპლნენ

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მომხდარ 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით გარკვეულ სოფლებში ადამიანები ნანგრევებში რჩებიან. არიან დაღუპულებიც. მათ შორის ბავშვები. ისინი სტიქიის ზონის სოფლების მცხოვრებლები იყვნენ. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს," - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.

სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვარზე გამთენიისას მოხდა. ბიძგები ვანის პროვინციასა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

"საშინელი ხმა იყო. გართ გავედით და ვნახეთ რამდენიმე სახლი სრულად განადგურებული იყო. ხალხი ყვიროდა. ისიც რა ვიცოდით რა გვექნა. სად გავქცეულიყავით," - ჰყვება ადგილობრივი მცხოვრები ატეშ ირმაკი. 

იმავე დღეს თურქეთში მეორე მიწისძვრაც მოხდა. 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები მანისას პროვინციაში დაფიქსირდა, თუმცა მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია

 

დღის ამბები