პალესტინურმა დაჯგუფებამ "ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა, რასაც საპასუხო იერიში მოჰყვა. მომხდარის გამო ღაზაში 4 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა "ისლამური ჯიჰადის" მხრიდან ნასროლი რაკეტები ჩამოაგდეს. იერიშის შედეგად ისრაელში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ინციდენტს წინ ისარელის სამხედროების მიერ პალესტინელი პირის განეიტრალება მოჰყვა, რომელიც ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის საზღვართან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. "ისლამური ჯიჰადი" აცხადებს, რომ მოკლული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო.