ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა გაიყიდება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრიც ადასტურებს.
საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.
პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში გაირკვა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქუთაისსში პარლამენტის შენობა ნამდვილად იყიდება, თუმცა მისი თქმით, ამ ქალაქში აშენდება ახალი საგანმანათლებლო ცენტრი.
"ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ქუთაისს სულ მალე ექნება საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე აქ პარლამენტი. ქუთაისის მომავალი უნდა იყოს განათლება, მეცნიერება და არა მხოლოდ პარლამენტი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.