მკვლელობა მოხდა საჩხერეში. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა მამა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.