30 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. მიზეზი გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ნიკა გვარამიასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი.

გამოძიება ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-ის" კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებას ედავება.

"დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება, სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირაში,“ - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

პროკურორის თქმით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა გაგრძელებულიყო და იგეგმებოდა 6 პირის მოწმის სახით დაკითხვა. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს უნდა გაეგრძელებინა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა. ვაპირებდით 6 პირის მოწმის სახით დაკითხვას, თუმცა დაცვის მხარის, კერძოდ ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. ადვოკატმა წარმოადგინა ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტი და მოსამართლის მიერ მიჩნეული იქნა, რომ საპატიო მიზეზით, ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. 

დღის ამბები