ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ, თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ პარტიაში.
"რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კი მერაბიშვილის პატიმრობის შესახებ აცხადებს, რომ მან დემოკრატიული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოიხადა თავისი სასჯელი.
"ვანო მერაბიშვილმა მოიხადა ის სასჯელი, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ მიუსაჯა. არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რა თქვა ვანო მერაბიშვილმა გამოსვლის შემდეგ. ამაზე უკვე ბევრი განმარტება გაკეთდა," - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა.