გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთს იდლიბის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ერთობლივად ესაუბრნენ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სირიაში დაძაბულობის შემცირებას. ამის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ სირიაში ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო.
გუშინ რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ტერორისტების მიერ კონტროლირებადი წერტილები დაბომბა. განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად მოკლულია 2 და დაჭრილია 5 თურქი ჯარისკაცი.