საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.