30 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება, თუმცა თავად არ აპირებს

გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა. 

მისი თქმით, არ მიიღებს არც ერთ პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნებში მონაწილეობას. 

"პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო - მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, არ მინდა ოდნავ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ შორის, ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის მქონე პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის," - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ის მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით. 

"ვთვლი, რომ ეს ადამიანი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის," - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. 

დღის ამბები