30 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით, მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სააკაშვილმა ყველას შერიგებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილის გაუტეხლობით ამაყობს.

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

დღის ამბები