30 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიდანდში ეს ხელისუფლება დასრულდება - ვანო მერაბიშვილი

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება," - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარისას განაცხადა.

მერაბიშვილმა ახლობლებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

ვანო მერაბიშვილი კმაყოფილია, რომ კომპრომისზე არ წავიდა და ბრძოლას აგრძელებს.

"ბატონები, ზუსტად 6 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი სამარტოვო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს და ახლობელს, იმ ხალხს ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები