30 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას მეგობრები, ახლობლები დახვდნენ.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა. მათ შორის 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებზე, კერძოდ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე ახლაც მიმდინარეობს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები