წყალდიდობა დიდ ბრიტანეთში. უელსში შტორმი "დენისის" გამო რამდენიმე მდინარე ადიდდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
დატბორილია ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტი. ხელისუფლება მოსახლეობას სტიქიის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში მდინარეების წყლის დონის მატებასა და მეწყერებს ვარაუდობენ.