ფოთში, პოლიტიკური პარტია "ქართული ფესვების" დამფუძნებელმა სხდომა გაიმართა. პარტია ამერიკაში მოღვაწე თენგიზ ოქროპელაშვილმა დააფუძნა.
შეხვედრა ფოთის კულტურის სახლში გაიმართა. პარტიის დამფუძნებლებმა სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევა, საპენსიო რეფორმის გატარება და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.