30 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა სუმის ოლქში მოხდა. შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და ქუჩაში გადაინაცვლა.

25 წლის კაცმა ცივი იარაღით საქართველოს 27 წლის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. მოგვიანებით ის სამართალდამცველებმა მეგობრის სახლში აიყვანეს. პირი დანაშაულს აღიარებს. 

დღის ამბები