ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეზღუდვები ნავთობკომპანია "როსნეფტის" შვილობილ კომპანიასა და მის ხელმძღვანელს დაუწესეს.
სანქციების მიზეზად, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდაჭერა და ვენესუელის ნავთობის გაყიდვაში შუამავლობა სახელდება.