საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 100 000 კვ.მ-ით გაიზრდება. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, მთავრობა დღეს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს:
"სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს, 2020 წელს 100 000 კვ.მ-ით გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის," - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, პრემიერის თქმით, 4 000 კვ.მ-ით ფართოვდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია.