30 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა მისი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა თავისი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრემლის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, პუტინის განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

სურკოვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა რუსულ მედიაში ერთ-ერთ ვერსიად უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილება სახელდება. უცნობია ისიც, თუ ვინ ჩაანაცვლებს ვლადისლავ სურკოვს.

სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. მას დონეცკსა და ლუგანსკთან დაკავშირებული საკითხები ებარა. 

დღის ამბები