ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2004-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 24 საათში ვირუსის ახალი 1,749 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში 29 იანვრიდან დღემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 75 000-ზე მეტი ადამიანი.
ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაშიც, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 613-ს გადააჭარბა, მათი ძირითადი ნაწილი პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემზე გამოვლინდა. ვირუსის პრევენციის მიზნით ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას დროებით აუკრძალავს რუსეთი.
კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 27 ქვეყანაში ფიქსირდება. ინფიცირების შემთხვევები ფატალურად დასრულდა ჰონგ-კონგში, ტაივანში, იაპონიაში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.