საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის პალატის სპიკერს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.
მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე.