ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
პარალელურად, მელია და მისი ადვოკატი საკონსტიტუციო სასამართლოდან განაჩენის მოლოდინში არიან. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტით ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო და წესით, ყველა ინსტანციის განაჩენს უნდა დალოდებოდა.
"პროკურატურის მოწმეები იკითხება, კერძოდ ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 20 ივნისის ღამეს. დაესმევათ მათ ის კრიტიკული კითხვები, თუ როგორ მოახერხეს ამდენ ათას ადამიანში მაინც და მაინც ნიკა მელიას დაფიქსირება. ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აპრილში, ჩვენი თვალთახედვით, უნდა აღუდგინოს ნიკა მელიას საქართველოს წევრის სტატუსი, ვინაიდან, ეს პირდაპირ კავშირშია იმ უკანონო და ანტიკონსტიტუციური შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან მოცემულ საქმეში, რაც დღემდე ზღუდავს ნიკა მელიას კანონით გათვალისწინებულ უფლებებს,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.