30 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში, "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა. დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, ბრალდების მხარე ბრალდებას არ ეთანხმება. 

"ბრალდების მხარე მას ედავება, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ასევე, ორი არ მეტი პირის მკველელობის მცდელობა. აღნიშნული პოზიცია ცალსახად ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა, არ ასახავს ჭეშმარიტებას. ძალიან ბევრ მტკიცებულებას ნახავთ მოგვიანებით, რომლიდანაც ნათლად დარწმუნებით, რომ ეს ადამიანი იცავდა თავს და მას არ ჰქონია არავის მოკვლის განზრახვა," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორი, დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის გაგრძელების საფრთხე არსებობს.

"საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ გაუსწორდნენ ბრალდებულს ფიზიკურად. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გრძელდება გამოძიება და ამ შურისძიების მოტივით, ეს ადამიანი შემდეგ უკვე ახორციელებს გასროლებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდა მის მიმართ კონფლიქტში. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალურ საფუძვლებს, იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები," - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. 

დღის ამბები