პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, სადაც მინისტრებთან ერთად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს დაესწრება.
გახარია საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას, მედიასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შოთაძე ღირსეული ადამიანია.
"ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.