ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1870-მდე გაიზარდა, მათ შორისაა უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორიც.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი, 12 ათასზე მეტი პაციენტი კი უკვე განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, ყოველი 5 ინფიცირებულიდან 4 გამოჯანმრთელებას ახერხებს.
პარალელურად, იაპონიაში გაჩერებული საკრუიზო გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ.
კორონავირუსი ჩინეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო კომპანიებზეც აისახა. კომპანია Apple-ის განცხადებით, ჩინეთში არსებული საწარმოების დახურვამ შესაძლოა "აიფონების" დეფიციტი გამოიწვიოს.
პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა, კიდევ 27 ქვეყანაში ფიქსირდება.