ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სააგენტომ დაგეგმა - ამის შესახებ "ბელინგ-ქეთის", "შპიგელისა", "რუსული ინსაიდერის" ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.
საგამომძიებლო ჟურნალისტური ჯგუფის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მომზადებას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული ედუარდ ბენდერსკი ხელმძღვანელობდა.
ჟურნალისტურ მასალაში ნათქვამია ისიც, რომ რუსმა სამართალდამცველებმა გერმანიას ხანგოშვილის მკვლელის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს და დამნაშავის კვალის დაფარვა სცადეს. ჟურნალისტებმა გამოძიების პროცესში სატელეფონო ანძიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.
ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს.