პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებით დასრულდა ბაქოში საპროტესტო აქცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცავებმა 100-მდე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის - ოპოზიციის 3 ლიდერი.
ოპოზიციონერი ილგარ მამედოვი კი პოლიციამ აქციის დაწყებამდე საკუთარ სახლთან აიყვანა. პოლიტიკოსის თქმით, დაკავებულებმა ოთხი საათი ავტომანქანებში გაატარეს, შემდეგ კი ბაქოდან რამდენიმე კილომეტრში გაიყვანეს და გზატკეცილზე დატოვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, "ენი აზერბაიჯანი" 125 ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს.